ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე, კარგად მახსოვს, როცა აქტიურად ვმუშაობდით უვიზო რეჟიმზე, ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით დადიოდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის პირობებში, ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლივერ ვარჰეის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდნენ.
2022 წლის 15 ნოემბრიდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს მარტივ და უსაფრთხო გადახდის საშუალებას Google Pay-ს სთავაზობს. Google Pay-ს საშუალებით უკონტაქტო გადახდები და ციფრული საფულე ‘Google Wallet’ უკვე ხელმისაწვდომია Android და WearOS მხარდაჭერის მოწყობილობებზე.
„დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა - ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც საგადასახადო მიმართულებით განვახორციელეთ და რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს თავდაცვის სექტორის განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობაზე თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში „ბიზნესი“ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასა და მის მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „ბიზნესი
რუსთავი 2-ზე“, ეროვნულ სამხედრო მრწეველობაზე საუბრისას, ყურადღება ჯავშანტექნიკისა
და ჯავშანჟილეტების წარმოებაზე გაამახვილა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის
თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი
შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს.
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირისრეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.