ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, - ამ სიტყვებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძეს პარლამენტში მიმართა.
მინდა გამოვეხმაურო მეუფე სიმეონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს... არა, არავათიარი გამოსარჩლება და ამგვარი, რადგან მაგდაგვარ მოაზროვნეებს მე ვერაფერს შევაგონებ, ეს ბოღმით შეპყრობილი ხალხი, რომელნიც იუდას მსგავსად ყოველთვის იმ ნელსაცხებელს მისტირიან, რომლის ხარჯებით გაჭირვვებულთა და ქვრივ-ობოლთა დახმარება იქნებოდა შესაძლებელი - არასოდეს გამოილევა, ისინი ხომ ამით ცოცხლობენ და იკვებებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა. უცხოელ კოლეგასთან შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) იღებენ მონაწილეობას.
GUARDIAN.GE - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, წარსულში ჟურნალისტი და არაერთი სტატიისა და ნარკვევის ავტორი, ჯულიეტა შირინიანი იქ დგას, „სადაც ქარიშხალია“ და ეს მისთვის საქართველოს სადარაჯოზე დგომას ნიშნავს იმ რეგიონში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დირექტორთა სერტიფიცირებაში მონაწილეობა და თუკი წარმატებით გაივლის ტესტირებას და გასაუბრებას, ბევრი რამის შეცვლას აპირებს მშობლიურ სკოლაში. მისი მიზანია ქართული, სახელმწიფო ენა გახდეს პრიორიტეტული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთში ვიზიტად იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე სოფიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) დაესწრო. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ოკუპაციასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ მინისტერიალის მონაწილეებმა ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა მუდმივად პოზიტიურ დინამიკაში ვითარდება, რაც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლოზ ლალიაშვილს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი ხუთი საკითხი განიხილეს და რვა ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.