აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, ქ. ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქ. ხონის დევნილთა დასახლებაში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც. არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა.
საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 21 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ონკოლოგიური კლინიკიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება.
უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.
კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებაზე რა რეაქციაც იყო ჩვენ კარგად ვნახეთ, მათი გათვალ იყო შემდეგი, პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ მოხდებოდა გარკვეული მღელვარება საზოგადოების და რევოლუცია და მიზანი რა არის? რა თქმა უნდა მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა მიზანი, რომ მათ პარტნიორებს უკრაინაში და ა.შ. შეუსრულონ დავალებები, დავალებები შეუსრულონ პირდაპირ, - ამის შესახებ პრემიერმა პარლამეტში განაცხადა.
აი, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ და აგრძელებთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ესაა სწორედაც ფსიქოლოგიური ტერორის და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში, რასაც აკეთებენ სპეცსამსახურები და მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა.
ბულგარეთის დედაქალაქში გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს შეხვდა. ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან დიმიტარ სტოიანოვთან ორმხრივ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა და კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.