შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, „შესაძლებელია“, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღმერთის მიერ არის გამოგზავნილი, რათა გადაარჩინოს ისრაელი ირანისაგან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
„ეს არის არალეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში თიბისი ბანკის საქმეზე ისაუბრა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ერთ-ერთი შეხვედრისას თავად უთხრა, რომ სებ-ს უნდა შეესწავლა ფაქტები და ეროვნული ბანკი „გამოვლენილ დარღვევებზე თვალს ვერ დახუჭავდა".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის 6,5კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს საკანონდებლო ორგანომ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ ცინცაძესთან.
ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეები: სიკო მ. და გოდერძი მ. დააკავეს, ხოლო საქართველოს ორი მოქალაქე: გიორგი გ. და გეგა ძ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
„ნატოს მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა“- ასე შეაფასა საქრათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შეთანხმდა ახალი მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, რომელზეც ალიანსი იმუშავებს საქართველოსა და უკრაინასთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.