საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროპარლამენტარების წერილს გამოეხმაურა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, წერილი, არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო-ს დაკვნებს ეყრდნობოდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, ევროპარლამენტარების წერილთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით) ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხ. დააკავეს.
ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი მზად იყო ნატოს წევრობაზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაუწყვეტდა, პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმაურება.
„აბსოლუტურად სწორს ამბობს ექსპრეზიდენტი“, აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების -„პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემს მიმართ სიმპათია“ - შესახებ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0033 პუნქტით გამყარდა.
საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხი იყო პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იტალიის ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის მთავარი თემა.
იხილეთ მიშისტი მეუფის გარდასახვა მოთაფლულ ბიძინისტად, ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას „რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.