თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო.
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია წარადგინა. დოკუმენტს დღეს თბილისის საკრებულო კენჭს უყრის.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
სოფელ ხურვალეთთან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული ნიღბიანია პირები გამოჩნდნენ.
„ნატო ჩვენთვის არის არა მხოლოდ სამხედრო ერთობა, არამედ ღირებულებების ერთობა და ნატოში ინტეგრაციას ჩვენ ვხედავთ ამ ღირებულებების დაცვის გარანტიას საქართველოში. ეს ღირებულებები არის: დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვის ძალების ინსტიტუციურ განვითარებასა და აღმშენებლობაზე, სწორედ ამ ღირებულებების განმტკიცება გვაქვს მხედველობაში,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციების შედეგად 29 ნარკორეალიზატორი დააკავა. აღნიშნულის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ბრიტანული „დეილი მეილი“ ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას თავდამსხმელთა მიერ გამოყენებული იარაღის მჭიდის ფოტოებს ურთავს, რომელსაც ქართულ ენაზეც აქვს წარწერები. კერძოდ, მასზე ქართულად წერია: დავით სოსლანი, დავით აღმაშენებელი.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბოტანიკურ ბაღში გარკვეულ ტერიტორიას ზონალური სტატუსი ეცვლება და იქ შესაძლებელი იქნება მშენებლობის განხორციელება, სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს მართლაც ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა - დღეიდან თბილისს ექნება ახალი გენგეგმა -ქალაქის განვითარების სახელმძღვანელო, განაცხადა თბილისის საკრებულოში ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ქვეყანაა; ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც ტოკიო მასპინძლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.