ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმებისას 4 ადამიანია მოკლული და 20-ზე მეტს სერიოზული ჭრილობები აქვს მიყენებული. ჯესინდა არდერნმა მომხდარს „ტერორისტული აქტი" და ქვეყნის ერთ-ერთი „ყველაზე შავბნელი დღე" უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, სომხური ეკლესიის მეთაურს გარეგინ II-ს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.
ბევრი ადამიანია მოკლული ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე 2 მეჩეთში მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.
„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გამყარდა.
„ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია და რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები", აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ოკუპირებული გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სომხეთში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ჩემთვის და საქართველოსთვის რუსეთი კლავს, აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს. ირაკლი სესიაშვილი ოკუპირებული გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას ეხმაურება და მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ეხმაურება. შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და ბაშარულის შემდეგ, ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა ირაკლი კვარაცხელია მოკლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.