ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ - ნინო ბურჯანაძე ისევ მოსკოვშია და ისევ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია - ეს განცხადება პარტია „დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რუსული ტელეკომპანია „პირველი არხის" გადაცემაში გააკეთა.
საქართველოს სახალხო დამცველი, ოკუპირებული გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე საგანგაშო გარემოებაზე საუბრობს. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ ექპერტიზა გარდაცვლების მიზეზებს დაადგენს.
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ვერც ერთი მესამე ქვეყანა გავლენას ვერ მოახდენს. როგორც რასმუსენმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება და რუსეთს ალიანსი ირიბი ვეტოს გამოყენების უფლებას არ მისცემს.
საქართველო-იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა, მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის - საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იჩირო აისავას შეხვედრის მთავარი თემები.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქსიანის სახელით, ერევანში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
პროექტი „მინისტრის პირისპირ“ გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა.
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლაზე უარის თქმის შემდეგ ხუთშაბათს კენჭი უნდა უყაროს „ბრექსიტის“ გახანგრძლივებას. თემთა პალატაში დებატების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგით დეპუტატებმა მთავრობა განცვიფრებული დატოვეს. „ბრექსიტის“ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგ ხმა 312-მა კანონმდებელმა მისცა, მომხრე კი 308 აღმოჩნდა.
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტი ნანგრევებშია მოქცეული ნიგერიის ქალაქ ლაგოსში მას შემდეგ, რაც შენობა, რომელიც სკოლასაც მოიცავდა, ჩამოინგრა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც ყველა „Boeing 737 Max 8“ იკრძალება მას შემდეგ, რაც ბოლო 5 თვის განმავლობაში ამ ტიპის თვითმფრინავმა ორჯერ განიცადა ავიაკატასტროფა - ბოლოს, კვირას, 10 მარტს, ეთიოპიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.