საფრანგეთის ჟანდარმერიამ და საქართველოს პოლიციამ საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი დააკავა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოს „ასეთი სამარცხვინო პარლამენტი და ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება“ არასდროს ჰყოლია. როგორც მან ტელეკომპანია „კავკასია“-ს ეთერში, გადაცემა „ბარიერში“ განაცხადა, „სირცხვილია“ ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტს ისეთი ფიგურა იკავებდეს, როგორიც მამუკა ბახტაძეა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მომავლის ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში 3 მარტს უნდა გაიმართოს, აცხადებს, რომ „ოლიგარქის კრიმინალი დამქაშები" ახალ, „მათი ჭკუით მზაკვრულ ხერხს" იყენებენ.
„ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ვიჯექი ერთ მაგიდასთან, მახსენდება 9 აპრილის აქტი, სვეტიცხოველში გატეხილი ღამე, დაჩოქილები რომ ვიყავით... ე, ჩემო ბიძინა, რეები ვიცი და რამდენი რამე მაქვს გასახსენებელი, იცი? რა გამომივლია? რომ ვერ იოცნებებ, 7 მილიარდი კი არა, 70 მილიარდი რომ გქონდეს, ვერასოდეს რომ ვერ მიხვდები, რა განცდაა ეროვნულ გმირებთან ერთად ყოფნა“, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გუბაზ სანიკიძე.
„ძალიან საგანგაშო იყო ის განცხადება, რომელიც ბატონმა გრიგორი კარასინმა გააკეთა. ეს არის იმ უგუნური და არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება აწარმოებს ამ წლების განმავლობაში“, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზედა ეწერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგმა - მას შემდეგ, რაც ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი შეთანხმების და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე დასრულდა - განაცხადა, რომ ფხენიანის პოზიცია არ შეიცვლება მაშინაც კი, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება შემდგომი მოლაპარაკებების წარმოებას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, კახის მუნიციპალიტეტს ეწვია.
თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, განცხადებაში, რომელიც საგამოძიებო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა, იყო შეფასებები, რომლებიც ეროვნული ბანკის კომპეტენციაში შედის და არა პროკურატურის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.