საბჭოს წევრებმა ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას. აღინიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო
ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ბატარეა/ბატალიონის
შემადგენლობით საბრძოლო სროლებით დაასრულა. შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ
ცენტრ „ორფოლოში” წინასწარ განსაზღვრულ რაიონში არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი
ქვემეხით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანადგურეს.
საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ რეგულაციები, რაც ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
GUARDIAN.GE - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო არაქართულენოვანი სკოლებისთვის იმ მხრივ, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის, ასევე აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პრაქტიკოს მასწავლებლებს პირველად მიეცათ გამოცდებზე გასვლის, თავიანთი კომპეტენციის ამაღლებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება.
მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია და განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. ამჯერად, წვრთნისა და შეფასების პროგრამა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა გაიარა.
ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, მანამდე კი სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროების პირველ პირებს შორის გაიმართება შეხვედრები -ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.