თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა.
თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსსევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების უდიდეს ნაწილს პარლამენტის დატოვება იმ პრივილეგიების გამო არ უნდა, რაც მათ გააჩნიათ მაღალი ხელფასების, ავტომანქანების, ბენზინის, უცხოეთში მივლინებების და სხვა სარგებლის სახით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის
სემინარი ჩატარდა. შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მონაწილეებს მათ
სისტემაში არსებული გამოცდილება, შეიარაღებულ ძალებში მხილების ფუნქცია, მამხილებლის
დაცვა, დისციპლინური კანონმდებლობა, ინტერესთა კონფლიქტი და სხვა მნიშვნელოვანი
საკითხები გააცნეს.
GUARDIAN.GE - ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, იტყობინება მედია ეგზიტ პოლზე დაყრდნობით. ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე, ნეთანიაჰუს მემარჯვენ ფრთის ბლოკს მცირე უპირატესობა გააჩნია თავის ოპონენტებზე. ამგვარი შედეგი 73 წლის ნეთანიაჰუსთვის, რომელიც გასულ წელს, ქვეყნის სათავეში 12-წლიანი უწყვეტი ყოფნის შემდეგ ჩამოცილდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, დრამატული დაბრუნება იქნება უმაღლეს თანამდებობაზე. „ჩვენ ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან“, - უთხრა მან თავის მხარდამჭერებს იერუსალიმში.
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ონკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები - ანდრე კარვალო და ოლგა ტრუსოვა ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნენ.
ემირატებში ვიზიტის დროს, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან ერთად
მრავალეროვნული სწავლებისთვის Agile Spirit 2023 მზადება უკვე დაიწყო. სწავლების საწყისი
დაგეგმვის კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო „პულმონში“ გაიმართა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.