სახელმწიფოსგან შეცდომის აღიარებას ველოდები, 26 დეკემბრამდე დრო აქვთ, შემდგომში ვეცდები, სხვა სახელმწიფოს ლიდერები ჩავრიო, განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვლის ოჯახის წევრებმა და პანკისის ხეობიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. ის დღეს 20 წლის გახდებოდა.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ სამების საკათედრო ტაძარში, დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად არაერთი მექანიზი და სქემა აქვს შემუშავებული.
„2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა", განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნის შემდეგ.
სამწუხაროდ, არ გვიხილავს ევროპული სტილის კამპანია, აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.
საქართველო სახიფათო სიტუაციაში იმყოფება - ერთი მხარე რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნის დაბრუნებისკენ მიასწავებს, მეორე კი, დამოუკიდებულობის და დასავლური ფასეულობების განვითარებისკენ. ბუნებრივია, არც ეს გზა არ არის გამოწვევების გარეშე; საბედნიეროდ, ერს ჰყავს შესანიშნავი წინამძღოლი, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მქონე გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს განათლება მიღებული, წარსულში სამაგალითო მსახური საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდტი სალომე ზურაბიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.გ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ნიკო ხმიადაშვილი, იგივე „რობოტა“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის - რამდენიმე დღის წინ გორის თეატრში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეკრებაზე კადრები გადაიღეს.
ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად „თეთრი ყვავი" - მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები, რომლითაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი მოისყიდოს. ჩანაწერიდან იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიზნესს არეკეტებს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.