ბიზნესის რეკეტის ახალი ფაქტი - მსხვერპლი კვლავ სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიაა. ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე განხორციელებულ ტერორის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახმა მიაწოდა.
ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა. გადასატანი საარჩევნო სიის ფორმირების მიზნით მოთხოვნების მიღების პროცესი ამჟამად არის მიმდინარე. ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს ყველა ასეთი შეტყობინება.
თბილისის მერი ეხმაურება, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელიც უკრაინულ ვებგვერდ zdes.com.ua-ზე გამოქვეყნდა.
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ჯარს მიმართავს.
ჩვენი საზოგადოების ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, არ დავივიწყოთ, რა იყო იმ წლებში, როდესაც ადამიანები, ოჯახი, ახალგაზრდები რეჟიმმა გაანადგურა, განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მემორიალის გახსნისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ვარდების რევოლუციის" 15 წლისთავს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ რევოლუციიდან 15 წლის შემდეგ, ქვეყანა ისევ დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რასაც ქართველი ხალხი აუცილებლად გაუმკლავდება.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გიორგობის დღესასწაულის მისალოცად ჩავიდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მყოფ პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.