დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადაცველებმა საქართველოს პრეზიდენტს სასულიერო პირის შეწყალების თხოვნით მიმართეს. ადვოკატებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი განაცხადი დღეს ჩააბარეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკადემიური წრეების შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 10 წლის წინ გავლილი დღეები იყო ტრაგიკული და ამ დღეებმა „კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც დგას საქართველო და დგას მტკიცედ, გამოწვევებითაა აღსავსე, მაგრამ, ამავე დროს, გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთიანობით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს დამკვიდრებული“.
უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფები.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს დღეებში ახალ გუბერნატორებს წარადგენს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და აქედან გამომდინარე მის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო, ვერ შეაფასებს.
ჩემთვის ცხადზე ცხადია, მაგრამ ზოგიერთისთვის „ჰაერში ტრიალებს“ ერთი სამართლიანი, პოლიტიკური შინაარსის კითხვა, რომელიც ისტორიული სიმართლის დასადგენად პასუხს საჭიროებს, რადგანაც საქართველოს გამთლიანებისთვისაა აუცილებელი!..
თბილისში, ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, კიდევ ერთი მამაკაცი კი, დაიჭრა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმები ამბობენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.