პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე TV პირველის ეთერში, „ლევან ჩხაიძის დღის ამბებში“ აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არის დამოუკიდებელი და ამ ინსტიტუტისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, არსებული კანდიდატებიდან, დავით უსუფაშვილს შეუძლია და სწორედ ამიტომ „თავისუფალი დემოკრატები“ მას ვუჭერთ მხარს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0040 პუნქტით გაუფასურდა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს გამოეხმაურა. წულუკიანმა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია გააკრიტიკა და თქვა, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, მათ უნდა შეაფასონ მომხდარი, რადგან სწორდ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ წარადგინა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა.
შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადების ფონზე, რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს.
ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და სექტემბრიდან აქციების გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
2018 წლის 8 აგვისტოს ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად.
მას შემდეგ რაც ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა იქნა გაშვებული, ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზაში სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გრძელდება ქონებრივი აღრიცხვები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც 2011 წელს დაიწო და დღესდღეობით გრძელდება. უკვე აღრიცხულია 67 ათასი ოჯახის ქონება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისთვის სასულიერო პირის შეწყალების თხოვნით მიმართვა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი დანაშაულს აღიარებს.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის დაკავებული სამი პირი, მათ შორის თენგიზ კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.