დღეიდან ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.

სრულად...

რუსთავში მეოთხე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა.

სრულად...

კიდევ ერთი მძლავრი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 5.9 შეადგინა. გავრცელებული ცნობებით, დანგრეულია შენობების ნაწილი.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაუზოგავად მუშაობს საქართველოსთან ერთად, რათა კონფლიქტი მოგვარდეს.

სრულად...

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მეუღლე მეგი სირბილაძე შსს-ს მადლობას უხდის ობიექტური გამოძიებისთვის და აცხადებს, რომ მკვლელი დაკავებული პირი იყო, ამის საფუძველი კი მას გააჩნდა, რადგან გარდაცვლილ გენერალს და დაკავებულ პირს ფინანსურ საკითხზე უთანხმოება ჰქონდათ და ეს იყო მკვლელობის მოტივი.

სრულად...

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა დაიწყო. მისივე თქმით, ეს პოზიცია არის უცვლელი და არ აკეთებს კომენტარს განსხვავებულ პოზიციასთან დაკავშირებით.

სრულად...

რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სენაკში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადას ეწვია. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

გიორგი და გელა რომელაშვილები ყველა ქართველისთვის ნამდვილი გმირები არიან და როგორც მათი შვილები ამაყობენ მათი მამების გმირული საქციელით, ასე ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახში სტუმრობისას გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს მომუშავე ექიმები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობის, მამაცობისა, თავდადებისა და პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ღირსების ორდენი გადაეცათ: ზაალ გაბაშვილს (სიკვდილის შემდეგ), გიორგი გელდიაშვილს, ვასილ გორგაძეს (სიკვდილის შემდეგ), დავით მაკარიძეს, ნინო ქადეიშვილს (სიკვდილის შემდეგ), ნანული მაკრახიძეს, მედიკო მამუკაშვილს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი