მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 5 ივლისს მდინარე ნენსკრის ადიდების და სტიქიური მოვლენის განვითარების ამსახველი არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა სოციალური ქსელის, „Facebook“-ის პირდაპირი რეჟიმის საშუალებით.
განადგურებული შენობა-ნაგებობები, დატბორილი საკარმიდამო ტერიტორიები, დანგრეული შიდა საავტომობილო გზები და ხიდები - ზემო სვანეთი სტიქიას ებრძვის. მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ხეობაში, ხოკრილის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას კალაპოტის ჩახერგვა გამოიწვია. დაგროვილი წყლის მასის გადმოსვლამ კი, მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა განაპირობა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაემგზავრა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ მინისტრი ადგილზე გაეცნობა სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს და მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.
მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა.
გიორგი კვირიკაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვებას მმართველ პოლიტიკურ გუნდში ეხმაურებიან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სოფელ ჭუბერში მომხდარს „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან კავშირი არ აქვს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.
მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს - ნენსკრა ჰესს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა.
არ დავუშვებთ, რომ გიგა ოთხოზორიას საკითხი არ იქნას განხილული გალის ფორმატში. ეს ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.