საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აჭარის რეგიონში დამსვენებლებს მოსალოდნელ შტორმთან დაკავშირებით აფრთხილებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული რ.გ. თბილისში დააკავეს. 

სრულად...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კალაძემ განაცხადა, თბილისს მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად.

სრულად...

დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის თემაზეც ისაუბრა. კალაძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებთ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულადა, ამის გამო თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტის პირობები შეიცალა და ბიზნესის წარმომადგენელს, რომელიც გამოხატავს ინტერესს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთს 1 ლარად საკუთრებაში გადასცემენ. პარკინგების პროექტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვის ეტაპი კვირის ბოლომდე გამოცხადდება.

სრულად...

​„გაერთიანებული ევროპის მზერა მხოლოდ ძველი მეგობრებისკენ, დასავლეთის, სამხრეთის ან ჩრდილოეთის მეგობრებისკენ კი არაა მიმართული. არა, გაერთიანებული ევროპის მზერა მიმართულია ასევე და პირველ რიგში, აღმოსავლეთისაკენ", აცხადებს მიხაილ როთი.

სრულად...

თბილისის მერმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ღია კაფეების დიდი ნაწილი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ფეხით მოსიარულეებსა და შშმ პირებს ხელს უშლის ტროტუარებზე გადაადგილებაში.

სრულად...

თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს. როგორც შსს-ში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ისინი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს.

სრულად...

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა გერმანიის მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო.

სრულად...

მალაიზიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ნაჯიბ რაზაკი ანტი-კორუფციული სააგენტოს მიერ მის სახლში იქნა დაპატიმრებული. მას ბრალი ოთხშაბათს უნდა წარედგინოს. კუალა ლუმპურის უმაღლეს სასამართლოში სხდომა 08:30 საათზე უნდა დაიწყოს, იტყობინება BBC.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი