რიგაში, ოთხშაბათს, „სპუტნიკ ლატვიას“ მთავარი რედაქტორი ვალენტინს როჟენცოვსი დააკავეს და 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია.
დღეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ელიავას ბაზრობასა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია ამ ბაზრობის დღევანდელი ფორმით შენარჩუნება.
„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს შორის კინკლაობას არ გამორიცხავს და როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონფრონტაციული დამოკიდებულება აქვს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს იმ არასრულწლოვნებს დაკითხავს, რომლებიც პირველ დეკემბერს მომხდარი დანაშაულისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების თვითმხილველები არიან.
კანადაში, კვიბეკის რეგიონში, სადაც ტემპერატურამ +40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, სიცხისა და ჰაერის მაღალი ტენიანობისაგან სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა - მათგან 12 ქალაქ მონრეალში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს 2013 წლიდან დღემდე, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით ინარჩუნებს, GUARDIAN.GE-ის ეუბნება, რომ „არაფერი იცის“ იმის შესახებ, თუ რას შეიძლება უპირებდეს ახალი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, თუმცა გაცნობიერებული აქვს, რომ თანამდებობა წინაპრებისაგან მემკვიდრეობით არ რგებია და რომ „ეს არის სახელმწიფო სამსახური და როცა გეტყვიან, რომ უნდა წახვიდე - უნდა წახვიდე“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0033 პუნქტით გაუფასურდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან. როგორც პარტიის წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ზურაბ პატარაძის პოსტიდან წასვლა ყოფილ პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საკითხს უკავშირდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ზურაბ პატარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.