თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის თქმით, „ხორავას საქმის“ ძიების პროცესში და სასამართლოს მიმდინარეობისას, რამდენიმე საქმე ცალკე გამოიყო. ამის შესახებ კახა სირაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება, განაცხადა პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ არასრულწლოვნების მკველობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი, 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს დილით გაათავისუფლეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებს და ის „ქართულ ოცნებას" გარედან გააკრიტიკებს.
ბრიუსელში, 26 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება, რომელსაც, როტაციის პრინციპის თანახმად, ევროკავშირის მხრიდან, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი უხელმძღვანელებს.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება.
თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა, როგორც ამას საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი იტყობინება.
თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგები აჩვენებს, რომ მან არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.
ცნობილი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ მას ფონდმა „ქართუ“ სტიპენდია მოუხსნა, თუმცა იმის გამო, რომ მისი „შეეშინდათ“, მალევე აღუდგინა. შენგელაია ივანიშვილს „პაზორნი“ და „უსწავლელ“ ადამიანად ახასიათებს და ამბობს, რომ არაფორმალურ მმართველს მისი შემოქმედება არ უყვარს და „უყვარს დიშოვი კომედიები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.