რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

სრულად...

რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის ივლისში დაგეგმილი შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდება განცხადებები ჟურნალისტებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

სრულად...

მოსკოვის ცენტრში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრ „ატრიუმის“ სახურავზე გაჩენილი ხანძრის გამო, სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, იტყობინება „რია ნოვოსტი“, დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების წარმომადგენელზე დაყრდნობით.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, სენატორ კორი გარდნერს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

სწორედ ეს არასამთავრობოები არიან, რომლებიც უნიათოს ხდიან ხელისუფლებას, აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი და ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

სრულად...

გარდაცვლილ ადამიანებს ჩვენ ვუკრძალავთ უცხოეთში შესვლას და სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ვითხოვთ მათ მიმართ, ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანის საკითხს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია გაფართოვდება. მისი თქმით, ამ მიმართულებით სამართალდაცავი ორგანოები მუშაობენ.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შედგენილ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა. 

სრულად...

„სად არიან ის ოპოზიციონერები ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებდნენ თბილისის მერია პარკინგებს 1 ლარად ბიძინა ივანიშვილს აძლევსო?” - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი