თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებში წინაა, როგორც ამას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება მას შემდეგ, რაც ხმების მეხუთედი დათვლილია.
თეა წულუკიანის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. პირველადი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ძალიან ცუდია, რომ ის ერთი კაცი მართავს ყველაფერს“.
თურქეთში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი გადაწყვეტს მისცეს თუ არა კვლავ მანდატი ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც პრემიერ მინისტრის პოსტზე ხანგრძლივად მოღვაწეობის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით იყრის კენჭს.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების განხილვის დეტალებზე მედიასთან კომენტარი გიორგი გაჩეჩილაძემ გააკეთა. მან თქვა, რომ საბოლოო შეთანხმების თანახმად, 14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო იქნება, ხოლო სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შემოღებული არ იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ლოგიკურია იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანება, ხოლო მისივე თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაერთიანება განათლების სამინისტროსთან „ეს დაახლოებით ისეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ".
ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა ქალაქ ბულავაიოს სტადიონზე მხარდამჭერებს მიმართავდა, როცა იქ ბომბი აფეთქდა და რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა დაზიანებები მიიღეს. თავად პრეზიდენტი აფეთქებას უვნებლად გადაურჩა.
„შეძლებისდაგვარად, რამდენადაც არის შესაძლებელი, ამ პროცესის წარმართვა, სამართლიანობის აღდგენას რაც უკავშირდება, ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, აქტუალური“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის შესახებ.
„რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში საუბარი არ არის, პირიქით, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.