საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“მოასწარი ზაფხული” - ლიბერთის ახალი, საზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო! უპრეცედენტო შემოთავაზება მომხმარებელს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 5 თვის განმავლობაში (ეფექტური 17.35%-დან).
საქართველოს თავდაცვის ძალებში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3“ კალათბურთში დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტურნირის მონაწილეებს სპორტულ ასპარეზობაში წარმატება უსურვა და ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის თავგანწირვაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით, ასევე მიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ.
გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას, - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს საცხოვრებელ სახლში ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა (FBI) „რეიდი“ ჩაატარა. ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარ-ა-ლაგო „ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტების დიდ ჯგუფს ჰქონდა დაკავებული“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14-წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.