დღეს რომ გამოდიან და თავს რომ დებენ დიდ პატრიოტობაზე, მათ მინდა შევახსენო - აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული აგვისტოს ომიდან და სააკაშვილმა უკვე 2009 წლიდან დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა.

სრულად...

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა. ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა
საჩვენებელი სწავლება გამართეს. მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ
ელემენტებთან ერთად რეიდის ოპერაცია ჩაატარა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

სრულად...

ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიები, გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ და მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა.

სრულად...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს ადგილზე გაეცნო.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2
ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს
პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება
საბრძოლო სროლებით ჩაატარა. დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა
საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და
მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი