ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილი- არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული და ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ

სრულად...

მე, როგორც მთავრობის მეთაური, ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი მთავარი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

სრულად...

მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ სპეკულაციებთან დაკავშირებით, ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში თითქოს რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს.

სრულად...

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, საქართველოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტით განისაზღვრა.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტზე შვიდი პირია დაკავებული. დაკავებულები არიან პირები, რომლებიც გუშინ ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის
სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს. საველე სწავლებაში
მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე
საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.

სრულად...

მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა.

სრულად...

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქ.სტამბოლში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი