შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს სამი მუხლით წარედგინა ბრალდება. ადვოკატების ინფორმაციით, გამოძიება სოსო გოგაშვილს სამ ეპიზოდზე ედავება, რაც სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე მის მუშაობას უკავშირდება.
თბილისის მერია უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თბილისს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი ეწვივნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელ „ფეისბქუში“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. სპეცოპერაციის კადრებს Facebook-ზე გოგაშვილის მეუღლე ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.