საქართველოს პრემიერ მინისტრი აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ სოფელ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო „ლეო გრანდის“ ხანძრის ფაქტზე, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, 2 პირი დააკავა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიღებას ეხმაურება.
დავით გერკეული და ივანე გუნდიაშვილი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„დღეს დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომლის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული ძირითადი კანონი", განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ექვსივე წევრს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს, ბექა რევაზიშვილს, გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს და მიხეილ ამისულაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, 115 ხმით, ერთხმად მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გამყარდა.
პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და გუშინ, სოფელ აძვის ტერიტორიიდან, საქართველოს 2 მოქალაქის გატაცების ფაქტებზე საუბრით დაიწყო და ევროსაბჭოს ელჩებს მკაცრი დ მტკიცე შეფასების გაკეთებისაკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.