შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარეში დაკარგული 14 წლის მურმან ფუტკარაძე მაშველებმა დღეს დილით ჩირუხის წყალში გარდაცვლილი იპოვეს.
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, ამ თვალსაზრისით, გასული წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი და სამაგალითო იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერი თანამდებობიდან გაათავისუფლა და აღნიშნულ პოსტზე მის ნაცვლად ბუშის ეპოქის ქორი და გაეროში ამერიკის ელჩი ჯონ ბოლტონი დანიშნა, რომელიც მხარს უჭერდა ჩრდილოეთ კორეასა და ირანზე თავდასხმას.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ადგილობრივი, ქართული კონიაკის წარმოება დაათვალიერებინა და ბელარუსის პრეზიდენტსა და დელეგაციას „სარაჯიშვილის" კონიაკის ქარხანაში უმასპინძლა.
საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა პირისპირ და დელეგაციებთან ერთად მოლაპარაკებების შემდეგ, მედიისათვის შეხვედრების შესახებ ისაუბრეს და განხილულ საკითხებზე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით მიღწეული პროგრესი, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრთა შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ჩამოსულმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თბილისში მეორედ იმყოფება, ხოლო ადრე სოხუმამდე ჩავიდა, მაგრამ „ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0036 პუნქტით გაუფასურდა.
"თქვენი ვიზიტი განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებებს, მათ შორის „საქართველო ბელარუსის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას“, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფენ ჩვენს ურთიერთობებს ბევრი ათწლეულების განმავლობაში.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს, ნადეჟდა სავჩენკოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტექსტი გააცვნეს, რომლის მიხედვითაც იგი დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ამის შემდეგ კი იგი იქვე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.