„ძალიან სასიხარულოა, რომ 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ახალი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
„ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი როდის", აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გააკეთა.
„საქართველოს გზა დასავლეთისაკენ, როდესაც თავისუფლება ხდება ღირებულება" - თავისუფლების, უსაფრთხოების გამოწვევების, რუსული აგრესიისა და საქართველოს 100 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე სტუდენტებთან შეხვედრისას.
საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა და აშშ - საქართველოს ინტენსიური დიალოგის გაძლიერების საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას, კონგრესში, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან შეხვედრისას.
მამაკაცი, რომელსაც მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია „დიდუბეში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მან ნიშნის მოგებით მითხრა, რომ ის, რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო, აღნიშნული განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას გააკეთა.
სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7.25%-ზე დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით სებ-ი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართა, სამედიცინო დაწესებულებებში სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.