სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯეიკობ ზუმას, რომელსაც პოსტი ახლახან იძულებით დაატოვებინეს, კორუფციაში სდებენ ბრალს, როგორც ეს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა შაუნ აბრაამსმა დაადასტურა.
„ყველაზე მეტად არის შესაძლებელი“, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაეცა ყოფილ ჯაშუშსა და მის ქალიშვილზე ნერვის აგენტით თავდასხმის ბრძანება, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ბორის ჯონსონმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გაუფასურდა.
გუდაურში დაშავებული ერთი უკრაინელი ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანეს. დაშავებულს მოტეხილობები და თავის ტრავმა აღენიშნება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი 2"-ს განუცხადა, ამ წუთებში დაშავებულების დასახმარებლად მაქსიმალური მობილიზაციაა გამოცხადებული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელებმა დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ.
„გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა“, აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაეწიათ, რის შემდეგაც ისინი ადგილობრივ ამბულატორიაში გადაიყვანეს.
გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი " თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოავარია წუხელ გვიან ღამით, დაფნარი-საჯავახოს საგზაო მონაკვეთზე მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.