რუსეთის აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოსაძიებლად დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ თავმჯდომარეს პოლ მანაფორტს და ბიზნესკომპანიონს რიკ გეიტსს საგადასახადო და საბანკო თაღლითობების ჩადენის ბრალი წაუყენა.

სრულად...

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუქსემბურგის საჰერცოგოს  შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული გარემოს შესახებ მონაცემებს.

სრულად...

სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. განცხადებას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

შეიარაღებული ოფიცერი, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნდა ფლორიდის სკოლის უსაფრთხოებაზე, სადაც გასულ კვირას ახალგაზრდა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანი მოკლა, სროლებისას შენობის გარეთ იდგა და არ ჩარეულა, განაცხადა ბროვარდის ოლქის შერიფმა, სკოტ იზრაელმა როგორც ამას BBC იუწყება.

სრულად...

ბარნაბი ჯოისი აცხადებს, რომ იგი გადადგება ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. მისი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურად დამაზარალებელ საგას მოჰყვა, რომელიც მის ყოფილ თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობას ეხება.

სრულად...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ თავის აზრს გამოხატავს პრემიერ მინისტრი. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საზოგადოებაში და „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ გამწესებამ კითხვები გააჩინა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დიდ ბრიტანეთს ტოვებენ, ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს შეადგენს და ციფრები აჩვენებს, რომ წელიწადში სექტემბრამდე 130 000-მა დატოვა გაერთიანებული სამეფო.

სრულად...

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პეტერბურგში ტერაქტი აღკვეთა, იტყობინება უწყების პრეს-სამსახური.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი