ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოში მისიას და დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. როგორც იან კელიმ აღნიშნა, დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა.
დამატებით 74-მილიონიანი ინვესტიცია ქარის ახალი ელექტროსადგურის ასაშენებლად, საქართველოს საექსპორტო სასურსათო პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თურქეთის ბაზარზე საბაჟო ტარიფების გაუქმება, თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეკრება, - ესაა მცირე ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ მიიღო პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით თურქეთში სამუშაო ვიზიტისას.
თბილისის ფორუმზე საფუძველი ჩაეყრება ახალი მარშრუტების განვითარებას, რაც ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო დააკავშირებს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ახლად დანიშნულ საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრიოს კარაბლისს შეხვდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მის მოკავშირე სირიაში მდგომარეობა „ძალიან გართულებულია“ და რეალურს უწოდებს წუხილებს, რომ შესაძლოა უფრო ფართო რეგიონულმა ომმა იფეთქოს.
თბილისში, თემქის დასახლებაში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი 20 წლის გოგოს ცხედრის აღმოჩენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასწავლებლების იარაღით აღჭურვამ შეიძლება რომ დაიცვას სკოლები სროლებისაგან.
სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. განცხადებას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
ისრაელმა გასულ წელს ავსტრალიაში თვითმფრინავის ჩამოგდების გეგმა ჩაშალა, რითაც ქვეყანას სავარაუდო ტერორისტული აქტის აღკვეთაში და ასეულობით ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარა. აღნიშნული ორივე სახელმწიფომ დაადასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.