გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის ნაწილში, სამინისტროს ანგარიშს წარადგენს.
სკოლის მოსწავლე გოგონების საძებნელად, რომლებიც გასულ კვირას დიდი ალბათობით „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა გაიტაცეს, ნიგერიის ხელისუფლებამ დამატებითი ჯარები და თვითმფრინავები ჩართო.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ყოფილი ქართველი სამხედრო პირის, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ცხინვალიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ დროს როცა ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს იგი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.
ჩრდილოეთ კორეას „ძალიან დიდი სურვილი“ აქვს მოლაპარაკებები გამართოს შეერთებულ შტატებთან. ინფორმაციას სამხრეთ კორეაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს, რომლის ცნობითაც, აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მაღალი რანგის ჩრდილო კორეელი გენერალი კიმ ჩენ ჩოლი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიის გამართვამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჟე ინს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს რუსეთი უშლის და მთავარი დარტყმა, რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მაშინ მოხდება, როცა ქართველები და ოსები თავის საერთო წარსულს და გამოცდილებას გაიხსენებენ.
ჩინეთის მმართველი „კომუნისტური პარტია“ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც იმ მუხლის ამოღება იგეგმება, რომელიც პრეზიდენტობას ორი ხუთწლიანი ვადით ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო, იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია.
ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია - 97 წლის წინ ქართველი პატრიოტებისა და იუნკერების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა, ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, ისე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო უწყების შენობებზე საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული იუნკერის, შალვა ერისთავის საფლავი ვერის ბაღში გვირგვინით შეამკო, შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა შალვა ერისთავის საფლავზე დაღუპული ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.