გაეროს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სირიაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რომ მოხერხდეს დახმარების შეტანა და სამედიცინო ევაკუაცია, თუმცა, როგორც BBC იუწყება, ზოგიერთი ყველაზე დიდი ჯიჰადისტური ჯგუფი და მათი პარტნიორები დროებითი ზავის ფარგლებში არ არიან მოქცეული, რაც რეზოლუციის რეალური შედეგის შესახებ შეკითხვებს წარმოშობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა.
კვირის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისას სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოსთან ახლოს მდებარე მეამბოხეთა ანკლავში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, აცხადებენ აქტივისტები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.
ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს და მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალების ეროვნულ გვარდიას 41 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეიარაღებულმა ოფიცერმა, რომელიც ფლორიდის სკოლაში განხორციელებული სროლებისას შენობის გარეთ იდგა, „უდავოა, რომ ცუდი სამსახური გასწია“, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი „წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.