ჩემთვის უდიდესი პატივია მოგმართოთ ამ ტრიბუნიდან, რომელსაც ახსოვს უდიდესი ქართველი მეცნიერების, სახელოვანი მამულიშვილების ისტორიული გამოსვლები, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეასრულა ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წელს თბილისს ასი ახალი ავტობუსი ეყოლება. განცხადება კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
თბილისის მერიის ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში სავალდებულო ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
„საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისა და მეგობრობის გაღრმავებისთვის“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესში, მის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მისი არმიის დაფუძნების 70 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმს ატარებს ერთი დღით ადრე, ვიდრე სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს შეხვდა.
საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი. ამ მიზნით, დღეს თავდაცვის სამინისტროში იტალიის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ღუდუშაურის კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.