უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსგან მუდმივად ვიღებ მუქარებს, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა NEWSONE-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
კანადის პოლიციამ განაცხადა, რომ კანადელი მილიარდერი ცოლ-ქმარი, რომლებიც გასული წლის დეკემბერში, ტორონტოში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მოკლულია.
როგორც ჟურნალიტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მამუკა ყირიმელმა განუცხადა, ცეცხლი დაახლოებით 05:00 საათზე ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა და 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავტოავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის გვირაბთან - ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ავარიის შედეგად, 5 ადამიანი ადგილზე, ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
პრეზიდენტი ტრამპი ულმობელ თავდასხმას იწყებს „მტაცებლურ“ დადგენილ სავაჭრო წესებზე, მაგრამ ამბობს, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ არის ამერიკა მარტო“. ამის შესახებ BBC იუწყება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა. გაცნობით შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.