ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი, განახლდება თუ არა ოდესმე ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებები და ამაში პალესტინელები დაადანაშაულა.
„ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ახალ კომისართან ძალიან მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ და ჩვენი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ეთნიკური ქართველები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან“, განუცხადა ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.
წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესები გამარტივდება, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0099 პუნქტით გამყარდა.
სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირება პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად დაასახელა.
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში, ძალადობაში, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე, ამ სათაურით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან ინტერვიუს გამოცემა „კომერსანტი“ აქვეყნებს.
„ვფიქრობ, რომ დუნია მიატოვიჩის სახით ევროპის საბჭოს ეყოლება ადამიანის უფლებათა ძალიან კარგი კომისარი. ჩვენი ინტერესია, რომ კომისარი ჩავიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საკითხსაც ყოველ წელს ვაყენებდით ხოლმე ევროკომისართან, და ადგილზე ნახოს ადამიანის უფლებების მდგომარეობა“, განაცხადა ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩის არჩევის შემდეგ.
იტალიაში სამგზავრო მატარებელი, რომელშიც ასობით მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, როგორც ამას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ახალი კანონპროექტის თანახმად, ორი ტიპის - აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი შეიქმნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.