ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, საზოგადოებას აქვს სურვილი, რომ პოლიტიკაში ახალი ძალა გამოჩნდეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 67-ე სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძ თანამდებობიდან გაათავისუფლა. განცხადებას ამის თაობაზე თავად სამინისტრო ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს. foxnew-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა გუშინ, 24 ოქტომბერს კაპიტოლიუმის შენობაში იმ დროს მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა ლიდერთან, მიტჩ მაკკონელთან ერთად, ჟურნალისტების წინ ჩაიარა.
თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. მეჭიაური ქუცნაშვილს საზოგადოების მოტყუებაში სდებს ბრალს და მისი განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ ქუცნაშვილი თავად მიიყვანა პარლამენტში, ხოლო მისგან ღალატი მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთში არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით, თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება.
არაფერი არ დასრულებულა, ყველაფერი იწყება, აღნიშნული განცხადება თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს ლევან იზორიამ ბრიტანელ კოლეგასთან, სერ მაიკლ ფელონთან გამართა შეხვედრა.
„საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, რომელიც რაიმე განსხვავებულის, მაგრამ უსაფრთხოს ძიებაშია. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დაბალი გადასახადები, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და ხალხის სტუმართმოყვარეობა", განაცხადა ბრიტანული კომპანია ფეარ ჯგუფის ხელმძღვანელმა სტეფან ფეარმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მანსონ ჰაუსში გამართულ შეხვედრაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0312 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში დაიწყო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ პირველი შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ციპი ხოტოველთან გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.