ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. სესია მისასალმებელი სიტყვით გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა გახსნა და ხაზი ორი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ ურთიერთობებს გაუსვა, რაც მისივე განცხადებით ბრექსიტის შემდგომ ახალ დინამიკას შეიძენს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0030 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

ჯერ არავის გასვლია ბატონო ბიძინა, ვინც უსამართლოდ დამტაკებია საჩხუბრად და მოსაგებად. გაიხსენეთ ვინ სად არის. ადრე თუ გვიან, თქვენც იგივე მოგივათ იმიტომ, რომ ჩემს მხარეს არის სიმართლე, წესიერება, პატიოსნება, სამშობლოსთვის ბრძოლა და არა მილიარდების დასაცავად ყველაფრის კადრება, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.

სრულად...

„დღეს ჩვენ გვაქვს ხელთ დოკუმენტები, რომელიც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი, უკაცრავად, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ იძულებული ვარ ეს შეფასება გავაკეთო", აღნიშნული განცხადება საგანგებო ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

სრულად...

კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს. როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკადროსთან ერთად, სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდება.

სრულად...

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, იქნება სტრუქტურული ცვლილებები, აღნიშნული განცხდება კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ მერის უფლებამოსილების შესრულებას, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება.

სრულად...

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

სრულად...

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურთან - საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას" კუთვნილი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი