საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სირიელი ქურთი და არაბი მებრძოლები აცხადებენ, რომ სრული კონტროლი დაამყარეს სირიაში მდებარე, ერთ დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს „დედაქალაქ“ რაყაზე.

სრულად...

კიევში განვითარებულ მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი სამართალდამცავებისგან მოითხოვს, უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყონ.

სრულად...

კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნას, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას მოითხოვენ.

სრულად...

ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი გმირებისთვის. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს არამარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, სადაც აფხაზეთში დაღუპული 25 პირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სრულად...

დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია ის, რომ ჩვენ, ქართველები აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

სრულად...

აფხაზეთში ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი; მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე გააკეთა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ, აფხაზეთის ომში დაღუპულ 25 გმირს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრეს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ თავად. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ისაა, რომ ცვლილებები, შესაბამისი ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში ძალაში შევა. 

სრულად...

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი