2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, სამი პირი დააკავეს და ორი ამხილეს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

სრულად...

ილია ელოშვილის ოჯახი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვერსიას თბილისის მერის მოადგილის თვითმკვლელობის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს. ოჯახის განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

სრულად...

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისრებთან შეხვედრებს განაგრძობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს შეხვედრა გამართა ევროკომისართან ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკისთან.

სრულად...

წლევანდელ GLOBSEC-ს საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მთავარი მომხსენებელია ევროკავშირის სამეზობლო პანელზე. მასთან ერთად, მთავარი მომხსენებელია მოლდოვის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რევაზ ბეშიძემ გლობალურ უსაფრთხოების ფორუმზე საუბრისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.

სრულად...

„ეს [სამების ტაძრის მშენებლობისთვის თანხის გაღება] იყო მხოლოდ ვალდებულება ჩემი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ არანაკლებად გიყვართ თქვენი სამშობლო და ყველას, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა გავაკეთოთ. მე შეიძლება შევძელი და ლომის წილი შევიტანე სამების მშენებლობაში, მაგრამ ის 1 ლარი ვინც დადო და შეიძლება იმ დღეს პური არ იყიდა, იმას არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი და არანაკლები მადლი გაუღია“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ შეხვედრაზე. 

სრულად...

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების კურსი 3-კვირიან სწავლებას მოიცავდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი