საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0424 პუნქტით გაუფასურდა.
სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა, უკრაინისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართვის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.
აზერბაიჯანის მმართველი ელიტა ორი წლის განმავლობაში საიდუმლო 2.8 მილიარდი აშშ დოლარის მოსაკრებლების ფონდს განაგებდა იმისათვის, რომ არალეგალურად გადაეხადათ ფული ევროპელი პოლიტიკოსებისათვის და გაეკეთებინათ მდიდრული შენაძენები. ინფორმაციას BBC გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სერგეი პეტუხოვის განცხადებით, უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.
მთავარი პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
პოლიციამ დააკავა მოზარდი, რომელმაც მოსკოვის გარეუბანში, ივანტეევკაში, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლები განახორციელა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 8-თვიანი განხილვების შემდეგ, განაჩენი გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული უფლებაა მიაწოდოს უკრაინას ლეტალური იარაღი, მაგრამ მისი აზრით, ეს მდგომარეობის გამწვავებას გამოიწვევს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.