საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობას და პერსპექტივებს, წინა შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებისა და პროექტების შესრულებას, დასახავენ სამოქმედო გეგმას 2017-2019 წლებისთვის. შეხვედრის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი განცხადების ხელმოწერა.
ცნობილი ინდოელი ჟურნალისტი, ინდუსების ნაციონალისტი პოლიტიკოსებისადმი კრიტიკულად განწყობილი გაური ლანკეში, სამხრეთის შტატ კარნატაკაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს.
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 104:91 დაამარცხა.
სირიის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დეირ ალ-ზურის ალყა გაარღვიეს, რომელიც წლების განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ალყაში მოქცეული. ინფორმაციას BBC ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები კახეთის რეგიონში წარადგინა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამოეხმაურა.
პოლონეთში, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. შს მინისტრს შტაბის წევრებმა ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა, რომლითაც საშემოდგომო სესია გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.