საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0223 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი.
საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.
საგანგებო შტაბის ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია - ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა.
საგანგებო შტაბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.
საომარი საზღვაო ხომალდების აზიაში გახშირებული შეჯახებების გამო, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ მეშვიდე ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი ჯოზეფ აუკოინი პოსტიდან გაათავისუფლა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში ჩავა. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თვალივში ორი დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც GUARDIAN.GE-ს დუშეთის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, სტიქიის ზონაში სამაშველო და სატყეო სამსახურების მობილიზების გარდა, ამ წუთებში დამატებით ვერტმფრენიც მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.