ვანუატუს ფართოდ დაფასებული პრეზიდენტი, ბალდვინ ლონსდეილი გულის უეცარი შეტევით, ქვეყნის დედაქალაქ პორტ ვილაში გარდაიცვალა.
კუბის მთავრობამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, შეცვალოს მასთან ობამას ადმინისტრაციის დროს მიღებული შეთანხმება, სწრაფად გასცა პასუხი.
საქართველოს კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვის შესახებ დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, საქართველოს პარლამენტმა პარასკევს, მე-3 მოსმენით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის პროექტი, რითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს არ შეეძლებათ ქართული მიწების ყიდვა.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის პირადი შემადგენლობის 7 წევრი იძებნება მას შემდეგ რაც მათი გემი იაპონიის სანაპიროს სიახლოვეს სავაჭრო ხომალდს დაეჯახა. დაშავებულებს შორისაა გემის სამეთაურო ოფიცერი, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით წაიყვანეს.
გერმანია დაიმუქრა პარასკევს, რომ სამაგიეროს გადაიხდის შეერთებული შტატების წინააღმდეგ თუკი რუსეთისადმი აშშ-ის სენატის მიერ წარმოდგენილი ახალი სანქციები გერმანული ფირმების დაჯარიმებას გამოიწვევს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს.
თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც სამუშაოები დაიწყო, მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი უკვე ამოქმედდა. დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება.
ჰელმუტ კოლი, გერმანიის ყოფილი კანცლერი და 1990 წელს ქვეყნის ხელახალი გაერთიანების არქიტექტორი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გაუფასურდა.
დედოფალი ელისაბედი და პრინცი უილიამი ლონდონის საცხოვრებელი კორპუსის, „გრინფილ თაუერის“ ხანძძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ცენტრს სტუმრობდნენ.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის „გატაცება თბილისის ცენტრში, ივანიშვილ-ალიევის მაფიოზურ-კლანური ოჯახის წარმომადგენლებმა სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით“ დაგეგმეს, რამაც მისი თქმით, საფრთხის წინაშე დააყენა „საქართველოს ევროინტეგრაცია, უვიზო რეჟიმის ნორმალური განხორციელება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.