საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ, გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას.
პორტუგალიის ტყეში გაჩენილმა კატასტროფულმა ხანძარმა სულ მცირე 57 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქალაქ მოსულის ძველ ნაწილში - ბოლო რაიონში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს - იერიში წამოიწყეს.
გასული კვირის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საფრანგეთში 18 ივნისს არჩევნების მე-2 ტური მიმდინარეობს.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის პირადი შემადგენლობის 7 წევრის სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, მას მერე რაც სამაშველო ჯგუფის წევრებს გემის დაზიანებულ ნაწილებში შეღწევის საშუალება მიეცათ, მეზღვაურები გარდაცვლილები იპოვეს.
დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ დასავლეთ ლონდონში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 58 ადამიანი დაკარგულად ითვლება და ისინი სავარაუდოდ გარდაცვლილები არიან.
ავღანელი ჯარისკაცი სამხედრო ბაზაზე უცხო ჯარებს დაესხა თავს, დაჭრილია რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი და მოკლულია სულ მცირე ერთი ავღანელი სამხედრო პირი. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა და რომელზეც საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარსადგენი სამი კანდიდატურა განიხილეს.
გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ზედა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ისაუბრა და თქვა, რომ თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა - მოეწყო 26 კილომეტრი გზა, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი საბავშვო ბაღი, აღდგა გალერეა, საგამოფენო სივრცე.
იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ზედა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.