თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყატარის მისი მეზობელი სახელმწიფოებისაგან იზოლირება ისლამური ღირებულებების დარღვევად და „სიკვდილით დასჯის“ მსგავს ქმედებად გამოაცხადა.
დავით სერგეენკო მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საქმეზე კომენტირებისას ამბობს, რომ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა იქონიოს გამოძიებაზე გავლენა“. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ „ჩვენ ცალსახად უნდა მივცეთ გამოძიებას იმის საშუალება, რომ გამოიკვლიოს ეს ყველაფერი“.
13 ივნისი, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ ამავე დროს - დიდი სიმამაცის და გმირობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან გვიან ღამით განაცხადა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული დ. ფ. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დააკავეს.
დასავლეთ ლონდონში მდებარე ერთ-ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსში შუაღამისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:54 საათზე ცეცხლი გაჩნდა, დიდი სისწრაფით მოედო შენობას, რომელიც მთლიანად გაეხვა ცეცხლში. თვითმხილველების თქმით, ადამიანები შენობის შიგნით იყვნენ მოყოლილი.
საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყაზახეთთანტრადიციულად ნტენსიური ურთიერთობა აქვს, რომლის გაზრდის კარგი შესაძლებლობები არსებობს.
საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთში ვიზიტისას გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, ელმან ნასიროვის განცხადება, რომლის მტკიცებითაც აფგან მუხტარლი აზერბაიჯანული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად იქნა თბილისში დაკავებული და შემდეგ გადაცემული აზერბაიჯანისთვის, არ ასახვს რეალობას, აცხადებს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა.
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებსა და არგენტინის ნაკრებს შორის მატჩი ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ქართველ ისტორიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორ მარიკა ლორთქიფანიძეს 95 წლის იუბილე მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.