საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი გენერალურ აუდიტორთან, ლაშა თორდიასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლებს ხვდება.
საქართველოს საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, ასე ეხმაურება საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას იურისტი ედიშერ ქარჩავა.
საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტისას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან შეხვედრა გამართა.
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" კიდევ ერთხელ მიიღო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მმართველ გუნდში ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის.
„საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში იმ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც საქართველოს თემით აქტიურად არიან დაინტერესებულნი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების შეჯამებისას.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის 2015 წლის კლიმატის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმებიდან გამოდის. მან თქვა, რომ დაიწყება ნაბიჯების გადადგმა ახალი „სამართლიანი“ შეთანხმების მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ამერიკის ბიზნესებს და მოსამსახურეებს არ ჩააყენებს არახელსაყრელ და საზიანო პირობებში.
90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.
ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.