საქართველო დღეიდან ათი დღის განმავლობაში სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად უმასპინძლებს.
5 ივნისს, ღამის 02:00 საათიდან 04:00 საათამდე სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში – თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების თავზე წარმოქმნილი სეტყვასაშიში შიდამასიური ღრუბლის მასები განეიტრალდა.
კახა კალაძე არის ჩემი მეგობარი და თუ მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დადგება, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.
კახა კალაძე მმართველი გუნდიდან თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუციის პროექტში ჩატარებული საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რიგი ცვლილებები შევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო პროექტის განხილვებს იწყებს.
საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, ბრალი დასდეს რა მას რეგიონის დესტაბილიზაციაში.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეერთებული შტატების ყოფილ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ ფლინთან თითქმის არც კი უსაუბრია 2015 წელს მოსკოვში გამართულ სადილზე, სადაც ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ. აღნიშნულის შესახებ NBC-ის ახალი ამბები კრემლის ლიდერის ციტირებაზე დაყრდნობით იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.