ჩვენ საზოგადოებას უნდა აგვიხსნან პატივცემულმა კომისიის წევრებმა, რა ლოგიკით დაწერეს, რომ გამარჯვებული - პირველ ადგილზე გასული პარტია, მთელ გაუნაწილებელ მანდატებს იღებს თავისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააკეთა.
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. კომისიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ირაკლი აბესაძემ და შალვა შავგულიძემ პარლამენტში გამართულ პრეკონფერენციაზე გააკეთეს.
თბილისში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი იმართება. შეხვედრა, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გახსნა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოხელისათვის თანხის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ი.ქ დააკავა.
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებულმა ანგარიშმა - „კონფლიქტი საქართველოში“ უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ბრალი დასდო ირანს „მიმდინარე პროვოკაციების შეშფოთებაში“, რომლის მიზანიც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია და რეგიონში ამერიკის ინტერესების ძირის გამოთხრაა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მოწოდებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების 8 ივნისს ჩატარებასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.